მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 ადამიანი იმსხვერპლა

15 მაისი 2025, 09:01 105 ნახვა

მექსიკის ოახაკისა და პუებლის შტატების დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა.     

ადგილობრივი მედიის თანახმად, ავარია ცემენტის სატვირთო მანქანამ გამოიწვია, რომელმაც სხვა მანქანისთვის გასწრება სცადა, საპირისპირო ზოლში გადავიდა, ჯერ ავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი სატვირთო ფურგონს.  სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა და შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. მექსიკაში ხშირია ავტოავარიები. 

მარტში, ოახაკის შტატში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 2023 წელს  29 ადამიანი ავტობუსი ხევში გადავარდნის შედეგად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი