ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის მერვედფინალში ითამაშებს

15 მაისი 2025, 11:59 74 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს. მეთექვსმეტედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა გამოცდილი ესპანელი მეტოქე – ალბერტ რამოს-ვინოლასი ორ სეტში, 6:2, 6:2 დაამარცხა.

მერვედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ ფრანგს, ქუენტინ ჰალისს შეხვდება.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელ მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგში 157-ე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი