ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ უკრაინის თასი მოიგო 

15 მაისი 2025, 12:05 88 ნახვა

უკრაინის თასის 2024-25 წლის გათამაშების ფინალში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ კიევის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში მეთხუთმეტედ დაეუფლა.

„შახტარისა“ და „დინამოს“ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 44-ე წუთზე იარმოლენკომ კიეველები დააწინაურა, ხოლო „შახტარმა“ წონასწორობა კაუა ელიასის გოლით 64-ე წუთზე აღადგინა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი დონეცკელებმა 6:5 მოიგეს.

ირაკლი აზაროვი „შახტარის“ განაცხადში იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, მარინო პუსიჩმა მას სათამაშო დრო არ მისცა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი