ილია II ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს

18 მაისი 2025, 14:33 112 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენ შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“, – ნათქვამია წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი