აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში

18 მაისი 2025, 14:54 127 ნახვა

ქობულეთში აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში გაიმართა. ტურნირი სამ ეტაპად , სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აჭარის ჩემპიონობისთვის   80 ველომრბოლელი ბრძოლობდა. შეჯიბრება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორისაც გაიმართა.
ტურნირში პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მოყვარული ველომრბოლელები მონაწილეობდნენ. შეჯიბრების პირველი ეტაპი 40 კილომეტრ დისტანციაზე წრიულ რბოლას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი უკვე ქობულეთი-მახინჯაური-ქობულეთის მარშრუტზე გაიმართა, მესამე, დასკვნითი ეტაპი კი ისევ წრიულ რბოლას დაეთმო, რომელიც ქობულეთში  დღეს ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ასპარეზობა პირველ რიგში, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი