დღეს ბოლო ზარია და ქუჩებში სამახსოვრო წარწერებით გაფერადებულ მაისურებიან ახალგაზრდებს შეხვდებით. მათ ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს.
მე-12 კლასელებისთვის სასკოლო ზარი ბოლოჯერ დაირეკება. სკოლებში სადღესასწაულო განწყობაა და მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ისინი ემშვიდობებიან მასწავლებლებს და ასევე გარემოს, სადაც არაერთი წელი გაატარეს.
აჭარაში კერძო და საჯარო სკოლებში სწავლას წელს 4 120-ი მე-12 კლასელი ასრულებს.