საქართველოს სუპერთასის ფინალის თარიღი ცნობილია 

20 მაისი 2025, 09:26 97 ნახვა

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2025 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს გაიმართება.

მინი-ტურნირში საქართველოს სახელით ევროთასებზე გასული ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: მოქმედი ჩემპიონი "იბერია 1999", დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "სპაერი" და ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები - "ტორპედო" და "დილა". 26 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში "იბერია 1999" გორის "დილას" მიიღებს, ხოლო 27 ივნისს "სპაერი" "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში 2 ივლისს დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები პირველ ივლისს მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი