ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში სპეცრაზმის შესვლის მიზანი იყო დაშინება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, კრიტიკას ვერ იტანდა სააკაშვილი - ვახო ხუზმიაშვილი

20 მაისი 2025, 11:50 117 ნახვა

ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა გაიხსენა.

როგორც ხუზმიაშვილმა აღნიშნა, მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ჟურნალისტების დაშინება.

"სპეცრაზმი, ნიღბიანები შევიდნენ „იბერიის“ შენობაში. ყველაფერი გადმოყრილი დაგვხვდა, მაგიდები აყირავებული. ადამიანს როგორ უნდა დაებადოს აზრი, რომ ტელევიზიაში, სადაც ამდენი ჟურნალისტი მუშაობს, ვინმემ კონტრაბანდა შეიტანოს ან რაღაც საბეჭდი მანქანები დაამონტაჟოს. ეს ხომ იმთავითვე იმისთვის იყო გაკეთებული, დაშინება მომხდარიყო. „ომეგაშიც“ ვერაფერი აღმოაჩინეს. „ომეგას“ დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვერც „ომეგაში“ იპოვეს რაღაც ყალბი აქციზური მარკების დასაბეჭდი კლიშეეები და ვერსად აღმოაჩინეს. ეს უბრალოდ საბაბი იყო“,  – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

ვახო ხუზმიაშვილს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კითხვა დაუსვა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მოხდა 2004 წლის თებერვალში, ანუ სულ რაღაც ორი-სამი თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოსულია. ასევე აღნიშნეთ და ასეც იყო, რომ ოპოზიცია, პრაქტიკულად, არ არსებობდა ქვეყანაში. მაშინ რისი ეშინოდა ხელისუფლებას?“, რაზეც ხუზმიაშვილმა აღნიშნა:

„განსხვავებული აზრის მიუღებლობა იყო, კრიტიკას ვერ იტანდა სააკაშვილი. ეს ახალი ხომ არ არის, ზოგადად, სააკაშვილს კრიტიკა არ უყვარდა. რევოლუციის მომხრე ტელეკომპანია „იბერია“ არ იყო, რადგან შევარდნაძეს მაინც უმთავრდებოდა ვადა და არჩევნების გზით მოსულიყო ხელისუფლება ხომ? მართლაც თუ გაყალბდა არჩევნები, როგორ შეიძლება, ერთ ნაწილში გაყალბდეს და მეორე ნაწილში არ გაყალბდეს. ეს ხომ მაშინაც ტყუილი იყო“.

ხუზმიაშვილის განცხადებით, ჩხრეკის საფუძველი „ომეგაში“ გახდა მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის, გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“ ჩუბინაშვილის 41 ნომერი ამ ჩხრეკაშია არსადა არ იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს და ისე შევარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“.

„გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში და მათ შორის, ტელეკომპანია იბერიაში აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები. თუმცა, კონკრეტული ვიდეო მასალა არავის არაფერი არ წარმოუდგენია. ჩხრეკის საფუძველი გახდა ამ კომპანიებში მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის, გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“ ჩუბინაშვილის 41 ნომერი აი ამ ჩხრეკაშია არსადა არ იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს და ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“. იქ პრაქტიკულად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დარჩენილი არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა, რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელი იყო მხარდაჭერასაც ვერ ვიღებდით. ოპოზიცია არ იყო ქვეყანაში, რევოლუციურ ეიფორიაში იყო საზოგადოება მაშინ და სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. რამდენიმე საათში „იბერიას“ შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა „ომეგას“ ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანის ჯარები“, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა. 

ხუზმიაშვილის თქმით, გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი დაითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გატანებას, რაზეც პასუხად მიიღეს სროლა, პირდაპირ ცეცხლი გახსნეს გაზეთის თანამშრომლების მისამართით.

„დაახლოებით 10 დღეში გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“ სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი და ითხოვდნენ, რომ ეს დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი. გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლების მისამართით, ერთ-ერთი ტყვია წინ გადიოდა გაზის მილი იმას მოხვდა. იქ რომ ადამიანი მდგარიყო თავისუფლად შეიძლებოდა ეს ტყვია მოხვედროდა“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი