ლიეტუვის გადაწყვეტილება „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ ხელშეკრულების უხეში დარღვევაა - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.