,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი" ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლა.
ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
როგორც მხარეები ამბობენ, ვიზიტის მიზანია პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება.
