„შავმა ლომმა“ შოტლანდიურ ტურნეში მეორე მატჩი „გლაზგო უორიორსის“ მეორე გუნდთან გამართა და 26:14 დაამარცხა. გლაზგოელებთან გუნდის ვეტერანებმა, ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, გარდასახვები კი ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.
„გლაზგო უორიორსთან“ მატჩში ტურნეში მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ პირველ შეხვედრაში „ედინბურგი A“ 47:33 დაამარცხა.