იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს თანმდევ საკითხებთან ერთად, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობა.
აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის, აგრეთვე სამსახურის თანამშრომლებისთვის განისაზღვრა ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.