ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

25 მაისი 2025, 11:57 162 ნახვა

პსჟ-სა და „სტად დე რეიმსს“ შორის მატჩისწინა ვარჯიშის დროს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეუძლოდ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან გახურების დროს თავის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რის გამოც ფეხბურთელს გადაადგილებაც უჭირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით  მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ ამჟამად კვარაცხელია კარგად არის.
ისაუბრა რომ გახურების შემდეგ ფეხბურთელმა თავი ცუდად იგრძნო და გულისრევაც ჰქონდა. შესაბამისად გადაწყვიტეს არ გაერისკათ და ქართველი ფეხბურთელი დაასვენეს. ლუის ენრიკეს თქმით, სამშაბათი ვარჯიშისთვის კვარაცხელია მზად იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში