საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდება თბილისშიც, თავდაცვის ძალებმა გენერალური რეპეტიცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე გაიარეს.
მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით 21 ქალაქში ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა, ხოლო რაც შეეხება წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალს, წელს წვევამდელთა 700-მდე ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტი დედაქალაქის გარდა, 5 სხვადასხვა ისტორიულ ადგილზე დადებს ფიცს და ამის შემდეგ უკვე თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში კვამლს გაუშვებენ. ოფიციალური ღონისძიება დედაქალაქში 11 საათზე დაიწყება.