ბათუმის სარაგბო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა შვიდკაცა რაგბიში 15-წლამდე მოზარდთა შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: აჭარიდან „ბათუმი“, იმერეთიდან ქუთაისის „არესი“, „აია“, „ჭიათურა“, სამტრედიის „ფენიქსი და წყალტუბოს „დინოზავრები“, სამეგრელოს ფოთის „კოლხი რაინდები“ და სენაკის „ჯიხა“ წარმოადგენდნენ, რაჭა-ქვემო სვანეთიდან „ამარანტები“ და გურიის რეგიონიდან ოზურგეთის „არწივები“.
საერთო ჯამში შვიდკაცა რაგბი ათმა გუნდმა ითამაშა. ორგანიზატორთა განცხადებით, ანალოგიური ტურნირები ხელს უწყობს საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და განვითარებას.