საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
მაკრონი, ტუსკი და მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.