საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა ტურნირები გაიმართა ჭადრაკში. ტურნირები ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ღია ტურნირში მონაწილეობდა 18 სპორტსმენი, ქალთა შორის – 21.
აჭარა ტურნირზე შვიდი მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი: ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე, კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, ნოდარ ლორთქიფანიძე და გაიოზ ნიგალიძე.
ბათუმელმა მოჭადრაკე კესარია მგელაძემ ქალთა ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
50+ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული – ინგა ხურცილავა გახდა. 65 პლუსში ნომინაციის ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა გაიმარჯვა.
სენიორ კაცებს შორის 65 პლუსში ნომინაციის გამარჯვებული გიორგი ბაღათუროვი გახდა.