ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში განცხადებას ავრცელებს

29 მაისი 2025, 21:59 152 ნახვა

" ერაზმუს+ ეროვნული ოფისი საქართველოში ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს.

საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად.

მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად", - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი