პროფესიული საგანმანათლებლო სწავლის პროგრამებზე ტესტირება დაიწყო

31 მაისი 2025, 14:44 218 ნახვა

საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. 

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. 

წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 31 მაისს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 1 ივნისს ატარებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი