“უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” ამოქმედებულია

01 ივნისი 2025, 12:01 284 ნახვა

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ამოქმედებულია. სხვა ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების მქონე არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს ფინანსების დეკლარირების ვალდებულება უჩნდებათ.

ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი, როგორც მას მმართველ გუნდში უწოდებენ, ოპოზიციისთვის რუსული კანონია.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული კონტექსტი ქართული რეალობისგან განსხვავდება.

ხელისუფლება კი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით ხსნის. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. 

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც პარლამენტს 6 თვეში ერთხელ სპეციალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი