ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნეს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში - შოუები, კონცერტები, სხვადასხვა აქტივობა და შემეცნებითი პროგრამები.
დღეს პატარებისთვის ძალიან საინტერესო დღე გამოდგა. ლეიტმოტივად ყველა ღონისძიებას მოსდევდა მთავარი იდეა, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და დაცული.