შსს-მ ნაადრევი, ქორწინების წინააღმდეგ კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.
მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართება, როგორც სკოლებში, ასევე საპოლიციო დანაყოფებში.
სამიზნე ჯგუფები ნახავენ უშუალოდ კამპანიისთვის დამზადებულ ვიდეორგოლებს.