მექსიკაში, ნარკომანიის სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ტრაგედია მეხიკოდან დაახლოებით 240 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
ხელისუფლება ჯერ არ აქვეყნებს მსხვერპლთა ვინაობას, თუმცა დაადასტურა, რომ ყველა დაზარალებული სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა.
გუანახუატოს გენერალურმა პროკურორმა გამოძიება დაიწყო სასიკვდილო ხანძრის მიზეზის დასადგენად.