უკრაინის ქალაქებზე რუსული დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა 

03 ივნისი 2025, 13:50 260 ნახვა

რუსულმა დრონებმა  უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე  განხორციელებული თავდასხმის დროს, მნიშვნელოვანი საფოსტო კვანძი გაანადგურეს. აფეთქებების შედეგად  ხანძარი გაჩნდა უზარმაზარ საწყობში. დაიწვა ორი საწყობი და კონტეინერები.  

ღამით რუსეთმა ასევე თავდასხმები განახორციელა ოდესასა და ჩერნიგოვზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ოდესაში საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, თუმცა არავინ დაშავებულა - წერს ოდესის მერი ჰენადი ტრუხანოვი ტელეგრამზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი