რეორგანიზაციის შემდეგ, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა - საგარეო უწყება

04 ივნისი 2025, 13:11 273 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში