ცვლილება რომელიც ქვეყნის მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევას ეხება. ორგანულ კანონში გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენის არსებული წესით ხდება არჩევისა და შერჩევის წესის ერთმანეთში აღრევა.
გენერალური პროკურორის არჩევა კონსტიტუციური პროცედურაა, რომელშიც კონსტიტუციის მიხედვით მონაწილეობენ საპროკურორო საბჭო როგორც წარმდგენი და პარლამენტი, რომელიც ირჩევს გენ პროკურორს, თუმცა ამ პროცესში, წარდგენისა და არჩევის მიღმა დამატებით „შერჩევის“ პროცედურის შემოტანა ზღუდავს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებას და აკნინებს კონსტიტუციური პროცედურის მნიშვნელობას.
ამიტომ ცვლილების ინიციატორები ფიქრობენ, რომ მიზანშეწონილია, არსებული საკანონმდებლო წესის ცვლილება და პროკურორობის კანდიდატის პარლამენტისათვის წარდგენის გამართული პროცედურის შემუშავება.