საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა - ირაკლი კირცხალია

13 ოქტომბერი 2025, 19:51 117 ნახვა

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

„ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. საუბარი მაქვს საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შედგა და რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურა ქართველმა ხალხმა, ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც საერთოდ დაბადებულიც არ იყო ან ვერ მოესწრო იმ რეკეტს, იმ სისხლისღვრას და დიქტატურას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების დროს და შემდეგ რასაც აკეთებს უკვე ე.წ. ოპოზიციის მანტიაში გახვეული. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ მომზადდა უმძიმესი დასკვნა საგამოძიებო კომისიის შედეგებზე.

ასევე, დავაანონსეთ და დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება, ასევე პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე