ლოს-ანჯელესში ჟურნალისტს რეზინის ტყვია პირდაპირ ეთერში მუშაობისას მოხვდა

09 ივნისი 2025, 11:04 414 ნახვა

ავსტრალიელ ჟურნალისტს რეზინის ტყვია მოხვდა, როდესაც ის ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს პირდაპირ ეთერში მუშაობდა.

ნაინ-ნიუსის რეპორტიორი, ლორენ ტომასი, ავსტრალიელ ტელემაყურებლებს აშშ-ში მიმდინარე ქუჩის პროტესტზე უყვებოდა, როცა მის უკან მდგომმა სპეცრაზმელმა რეზინის ტყვია ესროლა.

„ლორენი და მისი ოპერატორი უსაფრთხოდ არიან და გააგრძელებენ ამ მოვლენების გაშუქებას“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ეს ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ საფრთხეებისა, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ჟურნალისტები საპროტესტო აქციების წინა ხაზიდან რეპორტაჟების მომზადებისას, რაც ხაზს უსვამს მათი როლის მნიშვნელობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაში“ - აცხადებს ავსტრალიური ტელეარხი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში