თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

11 ივნისი 2025, 10:31 249 ნახვა

თემურ ქათამაძის ადვოკატის ინფორმაციით, იგი თურქეთში საგამოძიებო უწყებაში იმყოფება და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. „ბათუმელი მედროშე“ გუშინ გვიან ღამით გააძევეს ქვეყნიდან. დეტალებზე ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს დაცვის მხარეს. 

ადვოკატის და მეუღლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბათუმელ მედროშეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.  შსს-ის განცხადებით, თემურ ქათამაძე კანონის შესაბამისად გააძევეს ქვეყნიდან, რადგან მას გუშინ საქართველოში ყოფნის ვადა ამოეწურა და თავისი ნებით ტერიტორიას არ ტოვებდა. იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და ითხოვს მოქალაქეობის მიღებას, რაზეც არაერთხელ ეთქვა უარი.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს.

მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში