გორთან, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.