“შავი ზღვის თასი” კიკბოქსინგში

15 ივნისი 2025, 14:57 101 ნახვა

ბათუმში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი — „შავი ზღვის თასი“ მიმდინარეობს . ტურნირი გუშინ გაიხსნა და დღეს ფინალური ორთაბრძოლებით დასრულდება. მასში სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირში განვითარებული მოვლენების გამო ვერ ჩაერთო  ირანის გუნდი. ღონისძიება კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება , ბოლო  რამდენიმე წელია ტარდება. დღეს ტურნირის გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცემათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში