საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თურქმენეთის სახელით გამომსვლელი მაისა პარდაიევა იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს. 25 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე პლანეტის პირველობის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ მედალს მოიპოვებს. ფინალი ბლოკის შეხვედრებმა სტარტი 20:00 საათზე აიღო.