სპორტის მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა

16 ივნისი 2025, 19:48 66 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრმა სლოვაკეთის სპორტის სახელმწიფო მდივანსა და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა ქვეყნებს შორის სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

იმსჯელეს სპორტის, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მიმართულებით და ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში