,,სიყვარულის ფილოსოფია" ხულოს თეატრში

21 ივნისი 2025, 10:33 89 ნახვა

ხულოში იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქციის-სპექტაკლის  ,,სიყვარულის ფილოსოფია"-ს პრემიერა შედგა.

ნილ საიმონის პიესის ,,კალიფორნიული სიუიტა"-ს მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში მსახიობებმა ითამაშეს სიყვარულის ფილოსოფია, ვნება და ღალატი! ურთიერთობის ნგრევის ფილოსოფიური მექანიზმი სცენაზეა გამოტანილი..

სპექტაკლში წარმატებით ითამაშეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ორმა დიპლომანტმა სტუდენტმაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში