თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა დედაქალაქში. კახა კალაძემ შეკრებილებს ის პროექტები წარუდგინა, რომლებშიც თბილისში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა - ახალი ესტაკადები, რეაბილიტირებული ქუჩები და გამზირები, ავარიული კორპუსების გამაგრების სამუშაოები, აღდგენილი ისტორიული შენობები, მუზეუმები, ხიდები და ბაღები - ამ პროექტებზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა პრეზენტაციის დროს მოადგილეებთან ერთად.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელ პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.