ქართული ბოდიბილდინგის ისტორიაში, პირველად საქართველოში, ,,ბათუმის საზაფხულო თეატრში” ჩატარდა პრო-საკვალიფიკაციო საერთაშორისო ჩემპიონატი ბოდიბილდინგში.
შეჯიბრებაში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ბოდიბილდერი მამაკაცები და ქალბატონები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ყველა ასაკის ადამიანს შეეძლო.
იყვნენ როგორც ვეტერანი, ასევე დამწყები სპორტსმენები. გამოცდილ ბოდიბილდერებთან ერთად, ახალგაზრდა ბოდიბილდერი გოგონები და ვაჟები გამოდიოდნენ, რომლებიც პირველად იდგნენ სცენაზე. ღონისძიება „მსოფლიო ფიტნეს ფედერაცია საქართველოს“ სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.