ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო აიღებს - საკანონმდებლო ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა დააანონსა და პარლამენტსაც მიმართა, რომ ინიციატივა მომავალ კვირაშივე განიხილოს.
გარდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა, მკაცრდება სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის კუთხითაც.