საზაფხულო თეატრში ანსამბლ “ბათუმის” კონცერტი გაიმართება

26 ივნისი 2025, 11:01 155 ნახვა

საზაფხულო თეატრის სცენა დღეს ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმს“ დაეთმობა. კონცერტი საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში იმართება.

ამჯერად ანსამბლი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება. მთავარი ქორეოგრაფი დაუვიწყარ საღამოს გპირდებათ, 18 ნომრით და ორი განყოფილებით.

მოცეკვავეები შეასრულებენ  სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიულ ნომრებს მათ შორის, რა თქმა უნდა ცეკვა ქართულს, ხორუმს, ფარიკაობას, აჭარულს და სხვას.

ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი საზაფხულო თეატრში საღამოს ცხრა საათზე დაიწყება და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში