სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხელბურთში

26 ივნისი 2025, 20:02 82 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები ხელბურთში ვაჟთა და გოგონათა შორის. საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს 2026 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საგზური ვაჟთა შორის წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ყვარლის მეორე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.

გოგონათა შორის კი გამარჯვებული ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის გუნდი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდს აჯობა.

სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 28 ივნისს ფრენბურთში და სამი-სამზე კალათბურთის შეჯიბრებებით გაგრძელდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში