პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

27 ივნისი 2025, 17:26 99 ნახვა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. მომავალ კვირას კი, 1-2 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეიკრიბება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.

"საგაზაფხულო სესია ბოლოს უახლოვდება, ამავე დროს, მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივები ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა პარლამენტის მზაობა, რომ ეს ინიციატივები პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს. ამიტომ, ვაპირებ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს რიგგარეშე სესია მომავალ კვირას, სავარაუდოდ 1-2 ივლისს გვექნება რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ივნისის ბოლო პარასკევია და სრულდება საგაზაფხულო სესია, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში