ბათუმში გრძელდება მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში რვიდან 12 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის. ტურნირი ტრადიციულია და მას ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა.
უკვე გამოიკვეთნენ ლიდერები, საქართველოდან 12-წლამდე გოგონათა შორის, მედლის მოპოვების შანსი თეა რუსიტაშვილს აქვს.
ამჟამად ის მესამე პოზიციაზე იმყოფება. ჩემპიონები და პრიზიორები კი დღეს გამოვლინდებიან.