აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მისია ოფიციალურად დაასრულა - რუბიო

02 ივლისი 2025, 10:08 131 ნახვა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ - იუსაიდმა, რომელიც მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს 1961 წლიდან ეხმარებოდა, ეს მისია ოფიციალურად შეწყვიტა 2025 წლის 1-ელი ივლისიდან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამიერიდან უცხოეთის ქვეყნების დახმარების პროგრამებს სახელმწიფო დეპარტამენტი მართავს, ეს პროგრამები კი მხოლოდ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკის შესაბამისი იქნება და გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების მიხედვით მიიღებენ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იუსაიდის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული 715 მილიარდ დოლარზე მეტი ხარჯის გაანალიზებამ აჩვენა, რომ განვითარების მიზნები იშვიათად მიიღწეოდა და ეს პროგრამები არც ამერიკის ინტერესების გატარებას არ ემსახურებოდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი