აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავას დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ხვალ რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა.
ასევე აღნიშნავენ, რომ მათ არც საკომიტეტო საქმიანობაში მიუღიათ მონაწილეობა და არც სხდომებს ესწრებოდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ორ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, მათი ადგილები უმაღლეს საბჭოში სიით მომდევნო წევრებს დაეთმობათ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.
მანდატების გადანაწილება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი პარტია სიების ჩახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.