აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამაზაშვილების ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს უკვე დაახლოებით ხუთი თაობის განმავლობაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახი მრავალი წელია დასახლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი ადგილობრივი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი.
უწყებაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 1990-იან წლებში აშენდა და მამის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამ შვილს საკუთრებაში 25-25%-იანი წილები აქვთ.
ასევე აცხადებენ, რომ სახლი არარეგისტრირებულ მიწაზე არ მდებარეობს - მიწა სრულად არის დარეგისტრირებული სახელმწიფო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.
ცოტა ხნის წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ ააშენეს საცხოვრებელი სახლი.