რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე, 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

07 ივლისი 2025, 09:51 98 ნახვა

რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო და „როსავიაცია“ ავრცელებს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს.

ასევე დროებით შეწყდა ფრენები ივანოვოს, ტამბოვისა და სხვა აეროპორტებში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში