თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

07 ივლისი 2025, 19:51 261 ნახვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმე რჩება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან დადებითი დინამიკა შეინიშნება-ასეთია მედიკოსების განმარტება.   

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით, საგარეჯოს კლინიკა „ჯეოჰოსპიტალიდან“, გადაიყვანეს, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და რჩება მართვით სუნთქვაზე.   საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით თორნიკე რიჟვაძე ,,კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღებისა   და განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა. მას ასევე განსაკუთრებული მკურნალობა უტარდება“. 

სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის ცნობილი. სამედიცინო დაწესებულებასთან იმყოფებიან მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში