მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

08 ივლისი 2025, 10:14 127 ნახვა

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და კოლექტორების მოწყობა, ასევე დაიგება ბეტონის საფარი მუსხელიშვილის ჩიხებში. 

გარეგანათების ქსელი მოეწყო როგორც ცენტრალურ გზაზე, ასევე ჩიხებში.

ამ ეტაპისთვის ავტობანის მიმდებარედ ასფალტის საფარს აგებენ და წესრიგდება ბორდიურები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლომდე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში