ბათუმში ,,საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აერობიკაში 2025“ მიმდინარეობს. ჩემპიონატი 6-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.
მონაწილეები სპეციალური ჟიურის წინაშე სხვადასხვა ნომრებით წარსდგებიან. მათგან საუკეთესოები შეირჩევიან და დაჯილდოვდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციაა.
აჭარა სპორტული აერობიკის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს.