"ჯარის ბანაკი"

10 ივლისი 2025, 20:01 110 ნახვა

„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს. მოსწავლეთა მეოთხე ნაკადს კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მასპინძლობს.

კურსი მოიცავდა თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ აქტივობებს. კოჯრის ბანაკში გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში.

დღის ბოლოს ახალგაზრდებმა სახალისო შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს, სადაც სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთობლივად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის მანძილზე პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის.

ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში