ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი

10 ივლისი 2025, 20:02 97 ნახვა

ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება გრძელდება. დღეს მეორე ეტაპის მეორე ტური მიმდინარეობს.

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ქალთა მსოფლიო თასში სულ 47 ქვეყნის 107 სპორტსმენი ასპარეზობს.

საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ორი აჭარიდან ნინო ბაციაშვილი და კესარია მგელაძე.

აღსანიშნავია, რომ შვიდივემ მეორე ეტაპის პირველი ტური გადალახა, შესაბამისად დღეს ისინი მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად იბრძვიან.

ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება. 

ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულები 28 ივლისს გამოვლინდებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში